კინო

,,ალესილი კეპები” სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდება

მალე, სერიალის Peaky Blinders/ალესილი კეპები სრულმეტრაჟიან ფილმს ვიხილავთ. ამის შესახებ სერიალის პირველი სეზონის რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორმა, ოტო ბესარსტმა განაცხადა. მისი თქმით, სტივენ ნაითი უკვე დაკავებულია კინოადაპტაციისთვის სცენარის შექმნით. ფილმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

,,ალესილი კეპები” საკმაოდ პოპულარული განგსტერული სერიალია გასული საუკუნის 20-იანი წლების ბირმინგემის კრიმინალურ სამყაროსა და შელბების ოჯახზე – ყველაზე სასტიკ და გავლენიან განგსტერულ ბანდაზე.

სერიალის შემქმნელის, სტივენ ნაითის თქმით, სერიალი ეფუძნება XX საუკუნის I ნახევარში მომხდარ რეალურ ისტორიებს: ,,ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, მამაჩემი, ხშირად იხსენებდა იმ დროს: ისინი კარგად იცვამდნენ,  მდიდრები იყვნენ, მათი ყველას ეშინოდა, პატივს სცემდნენ. ისინი ბანდიტები იყვნენ. მამა ამ დროს 10 წლის იყო. ეს სერიალიც, რაღაც აზრით, მინდა იყოს 10 წლის ბავშვის აღქმა, რომ ადამიანები და მთელი სამყარო დიდი და საშიშია” – აღნიშნა რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ახლა სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. მისი პრემიერა მომავალი წლის გაზაფხულსაა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი