კულტურა

რომში ღამით დალევა, ფანტანებში ბანაობა და ცეზარის კოსტიუმის ჩაცმა აკრძალეს

რომის ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, იტალიის დედაქალაქის სტუმრებსა და მაცხოვრებლებს ღამის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება, ფანტანებში ბანაობა და ცეზარის სამოსის ტარება აეკრძალათ.

კანონის ინიციატორების თქმით, ცეზარის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები აშფოთებენ ტურისტებს თავიანთი ქცევით. ,,ამიერიდან მსგავსი მასკარადი ფულადი ჯარიმით, 400 ევროთი დაისჯება. პირველად, 72 წლის განმავლობაში, ჩვენ წარვადგენთ კანონს, რომელიც მოქალაქეებს ქალაქში მოქცევის წესებს განუსაზღვრავს” – აღნიშნეს ხელისუფლების წევრებმა.

ახლა, ღამის 11 საათის შემდეგ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის დალევა აკრძალულია. კანონის დამრღვევი 150 ევროთი დაისჯება, ალკოჰოლის გამყიდველი კი 280 ევროთი. შადრევნებში ბანაობა ყველაზე მკაცრად ისჯება. მათ, ვისთვისაც შადრევნები საცურაო აუზია, 900 ევროს გადახდა მოუწევთ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი