კინო

ნახეთ, ვინ გახდნენ International Emmy Awards-ის გამარჯვებულები

International Emmy Awards-ის საერთაშორისო პრემიის 2018 წლის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა დანიელი მსახიობი ლარს მიკელსენი. მას ეს გამარჯვება სერიალმა ,,Herrens veje” (,,ღმერთის გზა”) მოუტანა. სერიალის მთავარი გმირი, იოჰანეს კროგი ეკლესიის მსახურია, ოცნებობს მაღალ იერარქიულ წოდებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ავტორიტეტი.

ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი გახდა მსახიობი ანა შუდტი, რომელიც თამაშობს გერმანულ სერიალში ,,The Sniffles Would Have Been Just Fine”.

დრამატულ სერიალებში პირველი ადგილი დაიკავა ესპანურმა სერიალმა ,,ქაღალდის სახლი”, კომედიური სერიალების გამარჯვებული კი სერიალი ,,Nevsu” გახდა (ისრაელი).

საუკეთესო დოკუმენტურ სერიალად ჟიურიმ ,,მშვიდობით ალეპო” დაასახელა, რომელიც მაყურებელმა ბი-ბი-სის ეთერში იხილა.

შეგახსენებთ, რომ ეს International Emmy Awards-ის რიგით 46-ე დაჯილდოება იყო. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 19 ნოემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა. Emmy-ს პირველი ცერემონია 1973 წელს შედგა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი