ვიზუალური ხელოვნება კულტურა

კატარში ემბრიონების ქანდკებამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია

კატარში, ქალთა სამედიცინო ცენტრის, ,,სიდრას” წინ, ბრიტანელი მხატვრის, დამიენ ჰირსტის ინსტალაცია  კიდევ ერთხელ გაიხსნა. საშვილოსნოსა და ემბრიონის უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკებები აჩვენებენ ბავშვის განვითარების ეტაპებს, ჩასახვიდან დაბადებამდე.

სკულპტურათა სერია ,,საოცარი მოგზაურობა” მხატვარმა ჯერ კიდევ 2013 წელს წარადგინა, თუმცა დიდი კრიტიკისა და სოციალურ ქსელებში გამოხატული პროტესტის გამო ის აღარ გაიხსნა. მიზეზად კი სამშენებლო სამუშაობის მიმდინარეობა დასახელდა.

კატარის ჯანდაცვის ორგანიზაციები კვლავ აპირებენ  სკულპტურის ხელახალი გახსნის გაპროტესტებას. საზოგადოებაც კონსერვატიულად უდგება თანამედროვე ხელოვნებას.

ინსტალაციის შემკვეთი, შეიხის ქალიშვილი – ალ-მაიასა ამბობს, რომ ინსტალაციის შედარება შიშველ სხეულთან, როგორც ამას კრიტიკოსები აკეთებენ, არაკორექტულია: ,,ყურანში არის ლექსი დაბადების საოცრებაზე. ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს კუტურასა და რელიგიას”.

თავად მხატვარი ჯერ კიდევ 2013 წელს საუბრობდა კულტურული განსხვავების სირთულეზე და ამბობდა, რომ ინგლისში შიშველი ბავშვის ქანაკება, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი აჟიოტაჟსა და პრობლემებს არ იწვევს. ,,იცით, რომ ეს პირველი შიშველი ქანდაკებაა ახლო აღმოსავლეთში. ნამდვილად მამაცი გადაწყვეტილებაა” – აღნიშნა მხატვარმა.

Qatar hospital visitors greeted by Damien Hirst foetus sculptures-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი