კინო კულტურა

ჟან-ლუკ გოდარმა რუსეთში ვიზიტი პროტესტის ნიშნად გააუქმა

ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი რუსეთის მუზეუმის გამოფენაზე იყო მწვეული, თუმცა მან მუზეუმს მიწვევაზე უარით უპასუხა. რეჟისორით თქმით, მან ეს გადაწყვეტილება სენცოვის საქმის გათვალისწინებით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი რეჟისორი – ოლეგ სენცოვი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სენცოვი ბრალს არ აღიარებს. მან შიმშილობა გამოაცხადა და 145 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.

5 ოქტომბერს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ სენცოვმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით, გამოქვეყნდა მისი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას შიმშილობის შეწყვეტა აიძულეს.

კომენტარები

კომენტარი