არქიტექტურა, არქეოლოგია ვიდეოები კულტურა

როგორ გამოიყურებოდა ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც 1945 წლის ზაფხულშია გადაღებული, ასახავს ბერლინის ქუჩებს მეორე მსოფლიო ომის შემდგეგ. ასე გამოიყურებოდა დანგრეულ ქალაქში ყოველდღიური ცხოვრება და ბერლინის მთავარი ღირსშესანიშნაობები: რაიხსტაგი, ბრანდერბურგის კარიბჭე, ლეგენდარული სასტუმრო ადლონი, ფიურერბუნკერი, უნტერ დენ ლინდენის ბულვარი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ჯარებმა 1945 წლის 2 მაისს აიღეს ბერლინი და მოკავშირეებთან ერთად, საბოლოოდ გაანადგურეს ნაცისტური გერმანიის სამხედრო მანქანა. 8 მაისს, გერმანელთა სარდლობის წარმომადგენელმა ფელდმარშალმა კაიტელმა ბერლინის გარეუბან კარლსჰორსტში ხელი მოაწერა გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს.

კაპიტულაცია საერთაშორისო სამართალში საომარი მოქმედების შეწყვეტის ერთ-ერთი ფორმაა: დამარცხებული მხარის დათანხმება იმ პირობებზე, რომლებსაც გამარჯვებული უკარნახებს.

უსიტყვო კაპიტულაციას, ჩვეულებრივ, ხელს აწერენ შეიარაღებული ძალების სრული განადგურებისას, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი პირობებით.

კომენტარები

კომენტარი