კულტურა

ნიკა გვარამია: “ნიცშე – მეტროსა და ავტობუსში საკითხავი პროზაიკოსი და ფილოსოფოსი”

რუსთავის 2–ის გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.

“ესე იგი, ნიცშეთი (მე მაპატიეთ და ამ მეტროსა და ავტობუსში საკითხავი პროზაიკოსისა და ფილოსოფოსის ზღავრზე მდგარი უსაშუალოესი ავტორის) განათლებული “სამეფო ოჯახი” რომ გყავს და ამაშიც არ გიმართლებს, ეგრეა ჩვენი საქმე.

ჭეშმარიტად, არაფერია გაუნათლებლობაზე დიდი უბედურება და ეგაა ყველა ბოროტების ფესვი. მეტი განათლება ხალხს, მათ შორის, ოლიგარქებსაც” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბერა ივანიშვილის ჯვირისწერის გამო, სვეტიცხოველი დახურეს.

ზემოაღნიშნულს თავად მომღერალიც გამოეხმაურა. გარდა იმისა, რომ მან  განცხადებაში ინფორმაცია სვეტიცხოვლიდან ვიზიტორების გამოძევების შესახებ უარყო, ისაუბრა ბედნიერებასა, სიყვარულზე და ადამიანის რაობაზე, სადაც გერმანელი ფილოსოფოსის, ნიცშეს ციტირებას ახდენდა.

“ნიცშე სიყვარულს სინათლეს ადარებდა („სიყვარული ნუგეში არაა, ის თავად სინათლეა“) და მეც გულწრფელად მინდოდა, რომ ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი. იმდენი წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური დავინახე, რომ წამიერად კინაღამ დავეთანხმე ნიცშეს, რომელიც წერდა, რომ „ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია“.” – წერია ბერა ივანიშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი