შემოქმედებითი ინდუსტრიები

ახალი სერვისი საშუალებას გაძლევს აღმოაჩინო ბერლინის ტექნო კლუბები

ყველასთვის ცნობილია, რომ ბერლინში მდებარეობს ყველაზე მაგარი კლუბები და მათ ძალიან მკაცრი ფეისკონტროლი აქვთ. რა უნდა გააკეთოს ტურისტმა ამის გამო?

Airbnb კომპანიას სურს, ბერლინერთან ერთად, დაეხმაროს მოგზაურებს კლუბებში სიარულში.

Nathan Blecharczyk  Airbnb-ის დამაარსებელი და უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი აცხადებს, რომ ბერლინელები წაიყვანენ ტურისტებს და დაინტერესებულ ადგილობრივებს გამოცდილების მისაღებად კლუბებსა და სხვადასხვა ადგილში. ამ გამოცდილებაში შესაძლოა შედიოდეს დასალევად წასვლა მათთან ერთად.

„ჩვენ Airbnb-ს გარდავქმნით, როგორც პლატფორმას მთელი მოგზაურობის“ – განუცხადა მან ბერლინის ტექნოლოგიური ჰაბის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას. აქვე დასძინა, რომ Airbnb ასევე მუშაობს, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს ფრენები და სხვადასხვა ტურისტული სერვისები აპლიკაციის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი