ვიდეოები

ენმ აცხადებს, რომ გავრცელებული სექსისტური ვიდეოკლიპი მათ არ ეკუთვნით

ფეისბუქ გვერდ „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანება“ გამოქვეყნდა ვიდეო, სახელწოდებით „ქალი ვერასდროს გახდება პრეზიდენტი“. ვიდეოში ხასიათდება სექსისტური სცენარით: „ქალს არ აქვს უფლება გამოხატოს აზრი“, „არ აქვს უფლება განკარგოს ოჯახის ბიუჯეტი“და ა.შ.
კლიპმა, რომელსაც უკვე 35 ათასამდე ნახვა აქვს, მაყურებლების უკმაყოფილება და შფოთი გამოიწვია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ეს ვიდეოკლიპი მათ არ ეკუთვნით. გვერდს, რომელიც ამ ვიდეოს ავრცელებს, 800 ზე მეტი მოწონება აქვს და საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აქტივობები აქვს გაზიარებული.

კომენტარები

კომენტარი