საშემსრულებლო ხელოვნება

ქართველი არტისტი NEWA ბერლინის ლეგენდარულ კლუბში BERGHAIN პირველად დაუკრავს

29 დეკემბერს, ახალგაზრდა ქართველი არტისტი – NEWA, ბერლინის ლეგენდარულ კლუბში BERGHAIN პირველად დაუკრავს ცოცხლად.

ცნობილია საკლუბო ღამის სხვა შემსრულებლებიც. ქართველი არტისტის გარდა, თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი, ლეიბლის KLOCKWORKS დამაარსებელი BEN KLOCK, KLOCKWORKS-ის ოჯახის წევრი ETAPP KYLE, ბრიტანელი არტისტი და ხმის ინჟინერი DAX J, ასევე RITZI LEE, ADIEL, ROD MALMOK, STEF MENDESIDIS, STERAC და THE ADVENT დაუკრავენ.

ანა კუბლაშვილი თბილისელი არსტისტია, რომელსაც კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. ზედმეტსახელის ქვეშ თავის შემოქმედებას რეგულარულად წარადგენს ხოლმე თბილისის ღამის კლუბებში, როგორებიცაა Bassiani, Khidi & Mtkvarze.

NEWA პირველი ქალი არტისტია, რომელიც ინოვაციური პოპკულტურისა და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიაზე, “წლის ელექტრონავტის” ჯილდოს მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი