შემოქმედებითი ინდუსტრიები

ECHOWAVES-ი EFA-ზე ორ ნომინაციაშია წარდგენილი

ECHOWAVES პირველი და ერთადერთი ქართული ფესტივალია, რომელიც EFA – European Festival Awards-ს პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე წარდგენილია ორ ნომინაციაში:

– საუკეთესო ახალი ფესტივალი
– საუკეთესო საშუალო ზომის ფესტივალი

“თქვენი სიყვარულის და მხარდაჭერის გამოხატვა ლინკზე გადასვლით და ხმის მიცემით შეგიძლიათ” – წერს ადმინისტრაცია.

Check In Georgia 2018-ის ფარგლებში, ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართა. 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.
ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოგის ქვეშ ჩატარდა. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

 

კომენტარები

კომენტარი