კულტურა

დაიხურა თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო?

სვეტიცხოვლის ტაძრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომ ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერისას ვიზიტორებს ეკლესიაში შესვლა შეეზღუდათ, შიგნით მყოფებს კი ტაძარი დაატოვებინეს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

“11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს. სვეტიცხოველის საძმო”.

ინფორმაცია სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღეს, 11 ნოემბერს გავრცელდა.

 

კომენტარები

კომენტარი