სტილი, დიზაინი

“ცხვირის მათბობელა” – ზამთრის უახლესი აქსესუარი უკვე გაყიდვაშია

ზამთარი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა თქვენი მომარაგებული თბილი ტანსაცმელი საკუჭნაოდან გამოიტანოთ. დაიგულეთ შარფები, თბილი ქუდები, სვიტერები, თბილი წინდები და შეეგებეთ კიდევ ერთ ზამთრის აქსესუარს.

წელს ახალი აქსესუარი, „ცხვირის მათბობელა“ გამოჩნდა. ეს უახლესი გამოგონება პატარა, ნაქსოვი ქუდია, რომელიც მხოლოდ თქვენს ცხვირს დაფარავს და დაგიცავთ სიცივისგან.

კლოუნის ცხვირის მსგავსად, ეს აქსესუარიც საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა ზამთრის მყინვარებაში ამაზე ვინ დარდობს?! როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, თბილი აქსესუარი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მოდური.

The Nose Warmer Company-ს დამფუძნებელი სალი სტილ-ჯონსი გახლავთ, რომელმაც თავისი გაყინული ცხვირის გასათბობად მოიფიქრა ამგვარი ხერხი და იმდენად მოეწონა, რომ სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა.

The Nose Warmer Company ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პროდუქტზეა ფოკუსირებული. „ცხვირის მათბობელების“ არჩევა მომხმარებელს, სხვადასხვა ფერის ნაქსოვი ბამბისა და ხელოვნური ბეწვისგან შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი