კულტურა

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველი ვიზიტორებისთვის დაიხურა

მომღერალი ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო სვეტიცხოველი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა, – ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის მომხმრებელმა, ლევან გელიაშვილმა გაავრცელა.

ბერა ივანიშვილის ჯვრისწერას პირდაპირ ეთერში გადმოსცემს ტელეკომპანია პირველი. კადრებში ჩანს, რომ სვეტიცხოვლის მთავარ შესასვლელთან მობილიზებულია დაცვა, ტაძრის ვიზიტორებს ეზოში გადაადგილება შეუძლიათ, ჯვრისწერას ხელისუფლების წარმომადგენლები და თანამდებობის პირები ესწრებიან. ტაძრის შიდა სივრცე მიუწვდომელია ჟურნალისტებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა. მისი რჩე­უ­ლი მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძეა.

 

კომენტარები

კომენტარი