არქიტექტურა, არქეოლოგია

ატენის სიონის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს დასრულდა ატენის სიონის ინტერიერის (ჩრდილოეთის აფსიდი) ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერში ჩრდილოეთის აფსიდის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას, აფსიდის ქვების კონსერვაციას (ფრაგმენტირებული ქვის დეტალების გაერთიანებას).

ატენის სიონის ინტერიერში, ჩრდილოეთ აფსიდის კონქში, დაზიანებული სახურავიდან მუდმივი წყლის ინფილტრაციისა და დუღაბის ჩამორეცხვის შედეგად, კონქში არსებული ქვები მოცილდნენ საფუძვლის ფენას.რის შედეგადაც გაჩნდა მათი ჩამოვარდნის რისკი. აქედან გამომდინარე განხორციელდა მათი ძირითად კონსტრუქციაზე ჩაბმის სამუშაოები. უჟანგავი ლითონის ანკერებითა და ორკომპონენტიანი ეპოქსიდური რეზინის გამოყენებით.

ქვებსშორის არსებულ ნაკერებსა და საფუძველსა და ქვებს შორის არსებული დუღაბის გაქრობამ, რაც თავის მხრივ გამოწვეულია წყლის ინფილტრაციით, წარმოშვა სიცარიელეები, რომლებიც ქვების ადგილიდან დაძვრის რისკს ქმნიდა. აქედან გამომდინარე წინასწარ გამოკვლეულ ადგილებში საინექციო ხვრელების დატანის შემდეგ ჩატარდა ინექტირების პროცესი, რაც ჰიდრავლიკური კირისა და პოცოლანას ხსნარის შეშვებით მიმდინარეობს.

ტაძრის დასავლეთ კონქში, დუღაბის არარსებობის გამო, ერთმანეთზე მიჯრით მდგომი საპირე წყობის ქვები ერთმანეთზე იწვევდნენ კონსტრუქციულ დაწოლებს, რის შედეგადაც ზოგიერთ კვადრს აღენიშნებოდა ძლიერი ფრაგმენტიზაცია. რის გამოც განხორციელდა დაძრული ადგილების დემონტაჟი, მათი დამშავება და ეპოქსიდური რეზინით ავთვენტურ ადგილას დაბრუნება პროექტს ხელმძღვანელობდა ნანა კუპრაშვილი. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები. პროექტის ხელმძღვანელი:ნანა კუპრაშვილი სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი კონსულტანტი: სტეფანო ვოლტა სარესტავრაციო ჯგუფი: ბექა ლომიძე, გიორგი ნავროზაშვილი , ფიქრია ფოცხვერაშვილი, მარიამ მიქელაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

კომენტარები

კომენტარი