სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნინი შერმადინი მისის პლანეტის ტიტულზე: “ეს არ არის სილამაზის კონკურსი, ეგრე ჯერ არ გავგიჟებულვარ მანდ რომ გავსულიყავი”

როგორც “არტნიუსის” მკითხველს მოეხსენება, მომღერალი ნინი შერმადინი “მისის პლანეტა 2018–ზე” იყო წარდგენილი, სადაც გაიმარჯვა, – მომხდარს ბევრი უარყოფითი კომენტარი მოჰყვა, რაზეც მომღერალი სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.

“მეგობრებო, მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც მე გუშინ განვიცადე. მე წარვადგენდი საქართველოს “მისის პლანეტა 2018–ზე.”  ეს არ გახლავთ სილამაზის კონკურსი, ეს არის წარმატებული ქალბატონების კონკურსი, სადაც ფასდება ინტელექტი, ტალანტი, ხასიათი, შრომისმოყვარეობა, სილამაზე და თვითდაჯერებულობა. ეს არ არის სამოდელო კონკურსი, სადაც მოდელები გამოდიან, თორე ეგრე ჯერ არ გავგიჟებულვარ მანდ რომ გავსულიყავი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ჟიური და ხალხი როგორ უდგას ფეხზე საქართველოს და არა მე.” – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ნინი შერმადინი ორგანიზატორებმა საქართველოში შეარჩიეს და პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს.

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი ბულგარეთში ჩატარდა.

Image may contain: 1 person, smiling, standing

კომენტარები

კომენტარი