სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ადრიანა ლიმამ Victoria’s Secret-ი დატოვა (ვიდეო)

Victoria’s Secret-ის ისტორიაში ადრიანა ლიმა არის ანგელოზი, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს ითანამშრომლა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ძვირადღირებულ და პოპოულარულ ბრენდთან. ის 1999 წლიდან ითვლება Victoria’s Secret-ის ანგელოზად.

გუშინდელი შოუ მოდელისთვს უანასკნელი აღმოჩნდა, მან Victoria’s Secret-ი დატოვა. ადრიანამ გრანდიოზული შოუ დახურა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ადმინისტრაციამაც დაადასტურა.

სცენაზე გამოსულ აცრემლებულ მოდელს გულშემატკივრები და მაყურებლები ფეხზე წამოდგომითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ შოუს გახსნამდე დიდ ეკრანზე ფოტო და ვიდეო კოლაჟი გამოჩნდა, რომელიც ლიმას კარიერას ასახავდა. ბრენდის გუნდმა მას The Greatest Angel Of All Time/ ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი უწოდა.

“ძვირფასო ვიქტორია, გმადლობ, რომ დამანახე სამყარო, გამიზიარე შენი საიდუმლოებები და, რაც მთავარია, არა მხოლოდ მომეცი ფრთები, არამედ მასწავლე ფრენა. მიყვარხართ საუკეთესო გულშემაკტივრებო. სიყვარულით, ადრიანა” – წერს მოდელი საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი