არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

მკვლევრებმა რომაულ საპირფარეშოში ვულგარული მოზაიკა აღმოაჩინეს

200 წელს თქვენ იმყოფებით სამხრეთ ანატოლიაში და გსურთ საპირფარეშოს გამოყენება. თუ სწორ საპირფარეშოში მოხვდით, კომიკური გაგებით, თქვენ დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

ანტიოქიის არქეოლოგიური კვლევის პროექტის მკვლევრები გააოცა ზაფხულში აღმოჩენილმა ერთ-ერთი რომაული საპირფარეშოს კომიკურმა მოზაიკებმა, რომელზეც ბერძნული და რომაული მითოლოგიის პერსონაჟები სატირულად არიან გამოსახულები, თავიანთი ქვედატანით. შემთხვევით აღმოჩენილი მოზაიკები ახლა თურქეთში ინახება და მომავალ გამოკვლევებს ელოდება, თუმცა ერთი შეხედვით ის ყველაფერს ამბობს, რაც საჭიროა რომ იცოდეთ.

მოზაიკის ერთ-ერთ სექციაზე ნარცისია (ნარციუსი) გამოსახული, რომელიც თითქოს აღტაცებულია თავისი ანარეკლით, როგორც ეს მითშია აღწერილი (რასაც ის ფრესკაზე უყურებს, სამწუხაროდ, ჭუჭყითაა დაფარული). თუმცა, ანატოლიურ შემოქმედებაში ნარცისი საკუთარ სახეზე მეტად სხვა რამით იღებს სიამოვნებას: მას მარცხენა ხელში საკუთარი პენისი უჭირავს, ის კმაყოფილია საკუთარი თავით და სურს, ჩვენც გაგვაოცოს.

Narcissus, admiring his, uh...

მეორე სექცია უფრო მეტად ფაქიზია, ამასთანავე, მეტად რთულია მისი გარჩევა. თუმცა ისიც საკმაოდ უხამს შინაარს ატარებს. ამ მოზაიკის გააზრებაში დაგვეხმარება ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორის, მიშელ ჰოფის მიერ შემოთავაზებული მითოლოგიური კონტექსტი: ლეგენდის თანახმად, განიმედე, ცნობილი, როგორც კიდევ ერთი მიმზიდველად ლამაზი მამაკაცი, ზევსს, რომელიც არწივად გადაიქცა და დედამიწას ესტუმრა, გაუტაცებია და ოლიმპოს მთაზე დაუბრუნებია. მისი ჭაბუკური უმანკოების გადმოსაცემად არტისტები ხშირად იყენებენ ჯოხსა და ბაწარს, რომლებიც ბერძნულ-რომაულ კულტურაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კარგი გასართობი იყო. თუმცა, აქ განიმედეს ხელში უჭირავს ჯოხი, რომელსაც ბოლოში ტანის სახეხი ღრუბელი აქვს მიმაგრებული, თუმცა არ ეტყობა რომ მას სჭირდება. პირიქით, მოზაიკაზე, მის უკან არწივად ქცეული ზევსია, რომელიც, სავარაუდოდ, განიმედეს გენიტალიებს წმენდს ღრუბელით, რომელიც ნისკარტით უჭირავს.

An eagle-bodied Zeus cleaning Ganymede with his beak.

კომენტარები

კომენტარი