არქიტექტურა, არქეოლოგია

მცირე ზომის სამლოცველო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე “კოზმანის” წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დასახლებული პუნქტიდან  3-4 კილომეტრის  მოშორებით მდებარეობს. სამლოცველოს   აღმოსავლეთის ფასადი კლდეზეა გადამდგარი და მდინარე ძირულას ხეობას დაჰყურებს. შენობა, კვადრატული ფორმის, თლილი ქვებით არის აგებული.

ტაძარს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს,  სარკმლები კი   მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზეა. შენობის  ინტერიერი ერთიანია, იატაკი ბუნებრივი კლდეა, რომლის დასავლეთ ნაწილი თლილი ფილებითაა შევსებული. კონსტრუქცია  იმერული კრამიტითაა გადახურული.

კომენტარები

კომენტარი