კულტურა

BBC SOUNDS – “საქართველოს ტექნო აჯანყება” (პოდკასტი)

BBC-ის SOUND განყოფილებამ ახალი პოდკასტი, სახელად “საქართველოს ტექნო აჯანყება” გამოაქვეტნა.

პოდკასტი, რა გასაკვირია, გასულ გაზაფხულს ბასიანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და მისგან გამოწვეულ საპროტესტო აქციას მიეძღვნა. აუდიო ჩანაწერში შეხვდებით ინტერვიუს კლუბ ბასიანის მფლობელ ტატო გეთიასთან, რომელიც საქართველოს საკლუბო სივრცესა და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლების წინაშეც ეს უკანასკნელი იდგა და დგას.

“ტატო გეთია თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელია. კლუბის, რომელიც ახლო წარსულში დიდი დრამების ცენტრში მოექცა. გაზაფხულზე მისი კლუბი პოლიციამ დაარბია, რასაც მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციამ კი, საბოლოოდ, რეივის სახე მიიღო” – ნათქვამია პოდკასტის აღწერაში.

პოდკასტის მოსასმენად ეწვიეთ ლინკს – Georgia’s Techno Rebellion.

კომენტარები

კომენტარი