არქიტექტურა, არქეოლოგია

საქართველოს ფოსტამ მშვიდობის ხიდს მარკაზე ინგლისურად თავისუფლების ხიდი დააწერა

საქართველოს ფოსტის მარკაზე, რომელზეც თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდია გამოსახული, ნაგებობის სახელწოდება შეცდომითაა ნათარგმნი.

ხიდის სახელწოდება ინგლისურ ენაზე არის “Bridge of Peace”(Peace – მშვიდობა), თუმცა მარკაზე ის ნათარგმნია, როგორც “თავისუფლების ხიდი” – Freedom Bridge.

ხიდის სახელის თარგმანის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

მშვიდობის ხიდი თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და თბილისის მერიის დაკვეთით ააგეს და 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. მისი დიზაინერი იტალიელი მიკელე დე ლუკია.

 

 

კომენტარები

კომენტარი