საშემსრულებლო ხელოვნება

რაზე ზის მასტერი?

1 წლის წინ ქართველმა რეპერმა, Master-მა ქართული ჰიპ-ჰოპ დუეტის KayaKata-ს მუსიკალურ ნაწარმოებზე “Daytona” დაწერა, რომ ის აღფრთოვანებულია და საკმაოდ ხშირად უსმენს უკვე აღნიშნულ ტრეკს.

მსმენელების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამავე სიმღერის კლიპის ქვეშ რეპერის მიერ დაწერილი შეფასება ბევრისთვის სახალისო, ზოგიერთისთვის კი არასასიამოვნოც აღმოჩნდა.

გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით მასტერი, მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი “მომე” გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია “დამსინა”, “შენ წამოდი” და “დარჩი რა”.

აგრეთვე, გთავაზობთ KayaKata-ს ტრეკს, რომელზეც მასტერი ზის:

 

კომენტარები

კომენტარი