კინო

ლოს ანჯელესში “ნამეს” პირველი ჩვენება შედგა

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ზაზა ხალვაშის “ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება გაიმართა.

ფილმი ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილზის კინოთეატრში აჩვენეს და მას ამერიკის კინოაკადემიის წევრები, კინოსფეროს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული კინოცენტრის თქმით, “ნამე” ამერიკულმა აუდიტორიამ კარგად მიიღო. ფილმმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი