კინო

ქართველი რეჟისორი, ჯუმბერ ებრალიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი – ჯუმბერ ებრალიძე გარდაიცვალა.

ჯუმბერ ებრალიძე 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „საქართველოს მატიანე“, რომელიც 20 ფილმისგან შედგება და 1976-1988 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

ჯუმბერ ებრალიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.

კომენტარები

კომენტარი