კულტურა

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება. შესაბამისი განცხადება   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარკში მდებარე კომპლექსი რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება იქნება.

„ამ მიმართულებით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისა და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი