სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული საკონცერტო პროგრამის შესრულებისთვის ზურაბიშვილის შტაბმა მომღერლების ნაწილს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო რეჟისორ ბაკურ ბაკურაძეს – 1000 ლარი.
ჩამონათვალში არიან ისეთი მომღერლები, რომლებიც 600; 571; 240 ან 142 ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა (ლიმონი, აისბრეიქერი), მათგან ერთს პრეზიდენტობის კანდიდატმა 33,335 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო მეორეს – 40,000 ლარი.
გთავაზობთ იმ მომღერლების ჩამონათვალს, რომლებმაც 500–500 ლარი აიღეს:
- ბეგლარ ჩხაიძე
- სალომე ბაკურაძე
- სოფიკო ხალვაში
- ნინი ქარსელაძე
- ელენე ფოჩხუა
- თემურ თათარაშვილი
- მარიკა თხელიძე
- თიკა ჯამბურია
- აჩიკო მეფარიძე
- ცისანა სეფიაშვილი
- ჯემალ სეფიაშვილი
- აჩიკო ნიჟარაძე
- ზურაბ დოიჯაშილი
- რომა რცხილაძე
- ლევან მგალობლიშვილი
- ირაკლი ნოზაძე
- პაატა ხაჩიძე.
საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 600 ლარი აიღეს კულტურის სფეროს შემდეგმა წარმომადგენლებმა:
- პაატა გულიაშვილი
- აჩი ფურცელაძე
- სალომე გოგიაშვილი.
გარდა ამისა, ჯგუფ “ფორტეს” წევრებს 250-250 ლარი გადაუხადეს. მათ შორის არიან: ზურაბ მანჯავიძე, ირინე კახნიაშვილი, მანანა მაისურაძე, ნინო ახობაძე.
საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 571-571 ლარი მიიღეს “ქართული ხმების” წევრებმა, მათ შორის: გივი ბაკურაძემ, გრიგოლ აბესაძემ, დავით კიკაბიძემ, ზურაბ ბაკურაძემ, იასონ მეუნარგიამ, კახაბერ გრიგალაშვილმა, ლევან ვეშაპიძემ.
გარდა ამისა, საკონცერტო პროგრამის შესრულებაში 200-200 ლარი აიღეს ალექსანდრე კობახიძემ, არჩილ ბერიძემ და გიორგი დავითიანმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი “შვიდკაცაც“, რომლის წევრებს 142.9 ლარი გადაუხადეს. მათ შორის არიან: ბიძინა ზათიაშვილი, გიორგი ლომთათიძე, დავით ნოზაძე, დავით შიშნიაშვილი, ლევანი თოლორდავა, ნიკოლოზ კირვალიძე და ნოდარი მეტრეველი.
კომენტარები
