არქიტექტურა, არქეოლოგია ლიტერატურა

ქუთაისის მერია: ტექნიკური შეცდომაა, რომელიც უმოკლეს დროში გამოსწორდება

როგორც ჩვენს მკითხველს მოეხსენება, ქუთაისში, თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსის ნაწყვეტი კოლაუ ნადირაძეს მიაწერეს.

ახლად რეაბილიტირებულ ხიდზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან, რომელსაცნ “აღსარება ქუთაისს” ჰქვია.

მომხდარის გამო საზოგადოების მხრიდან ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა, რასაც ქუთაისის მერიაც გამოეხმაურა:

“თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა ტექნიკური სახის შეცდომაა.
აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება.

ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის.” – წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი