სტილი, დიზაინი

ბალენსიაგას ახალი წიგნი – ანუ ასეთი რამ ჯერ არ გინახავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ დემნა გვასალია „ბალენსიაგაში“ თავის ადგილს უკვე დიდი ხანია ღირსეულად იმკვიდრებს. 2018 წლის შემოდგომის კოლექცია იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც დემნამ თავისი სათქმელი თქვა. კოლექციაში შესამჩნევი მინიშნებები და ერთმანეთში არეული იდეები ხდიდა მას განსაკუთრებულს.

ამჟამად, გვასალიას 2018 წლის შემოდგომის კოლექცია უკვდავი ხდება Rizzoli – ს ახალ წიგნში. ერთი შეხედვით, 304 გვერდიანი ტომეული, შესაძლოა რაღაც ნაცნობ მოდის გამოფენად მოგეჩვენოთ – კულისების სურათები თავისი ტანსაცმლის მორგებითა და შოუს სამზადისით, გულწრფელი, მომენტალური სტილის ფოტოები ჯონი დუფორტის და პიერ-ანგე კარლოტის ავტორობით… ექსკლუზიორობა არ არის ერთადერთი რამ, რაც „ბალენსიაგას“ ახალ წიგნს სხვებისგან გამოარჩევს – დუფორტი და კარლოტი იყვნენ ის ორად ორი სტუმარი, ვინც შოურუმსა და კულისებში დაიშვნენ, რათა კოლექციის შექმნის პროცესი თავად ენახათ.  აღსანიშნავია, ასევე ექსპერიმენტალური სტილი, რომლითაც ეს წიგნი შეიქმნა. ჩვეულებრივი დასურათებული წიგნებისგან განსხვავებით, CMYK ფერებთან ერთად, ეს წიგნი დაბეჭდეს ნიკონის ორი უიშვიათესი მელნის გამოყენებით. შედეგად მიიღეს წიგნი, რომელიც ანათებს და რომლის „მსოფლიო საკვების პროგრამის“ მაისურებისა და ლეკვების გამოსახულებიანი ჩანთების განსახიერებებიც თითქოს რეალობაში გადმოდის.

თავისი ფსიქოდელიური ელემენტებით, ეს წიგნი ნამდვილი მოგზაურობაა – ზუსტად ისე, როგორც გვასალიას ჰქონდა გათვლილი. რელიზში ბრენდი ხნის, რომ წიგნი შეიმნა, როგორც საბუთი ტანსაცმლის აღსაქმელად, კოლექციის შექმნის მოტივებისთვის, რასაც ვიდეო ვერასდროს შეძლებს.  „ შოუ არის გამოცდილება, ეს წიგნი კი საშუალება მის დასამახსოვრებლად“ – განაცხადა გვასალიამ რელიზში. „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შოუს, კულისებიც კი ისტორიას გავდა … მე გავაანალიზე, რომ ყველა შოუ, რომელსაც კი ამის შემდეგ „ბალენსიაგასთვის“ დავდგამ იქნება კინემატოგრაფიული, გამოხატული აზრებისა და მოწყობის განხრით. მე მინდა, თითოეულ მათგანში ჩავრთო რაღაც დასამახსოვრებელი, რაღაც, რაც ჩაგრთავს იმ კონკრეტულ შოუსა და მის უკან გამოვლილ პროცესში.“

„ბალენსიაგას“ 2018 წლის შემოდგომის წიგნი გაყიდვაში იქნება 7 ნოემბრიდან ბრენდის ვებგვერდზე, ევროპულ წიგნის მაღაზიებში ის შემოვა მიმდინარე თვეში, ხოლო ამერიკაში თებერვლიდან. თქვენ დანამდვილებით მოგინდებათ ამ წიგნის ფიზიკურად ნახვა – მასში გამოყენებული ნეონის მელანი იმდენად ნათელია, რომ ეკრანი მის ბოლომდე ასახვას ვერ მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი