ლიტერატურა

რუსუდან გორგილაძის „კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში“ გერმანულად გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, რუსუდან გორგილაძის „კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში“ გერმანულ ენაზე ითარგმნა.

წიგნი გამომცემლობა Conte Verlag-მ გამოსცა. ის გერმანულ ენაზე ალექსანდრე კარტოზიამ თარგმნა.

რუსუდან გორგილაძის „კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში“ ქართული სამზარეულო და სანადიმო ტრადიციების მსოფლიო კულინარიული კულტურის ფონზე განხილვის პირველი ცდაა. საქართველო, როგორც წინა აზიის განუყოფელი ნაწილი, მრავალი კულტურის გავლენას განიცდიდა. „წიგნის მიზანია გავყვეთ ამ გავლენათა კვალს, რათა უკეთ გამოჩნდეს ის, რაც საკუთრივ ქართულია, ანუ რაც ამ გავლენებს ადგილზე ხვდებოდა“, – ამბობს ავტორი.

კერძთაყვანისმცემლობა საქართველოში

კომენტარები

კომენტარი