კულტურა

უკრაინელი ფოტოგრაფის თვალით დანახული ,,ლომისობა”

უკრაინელი ფოტოგრაფი იგორ გოლოვნევი, რომელიც აქტიურად თანამშრობლობს Associated Press-თან, Reuters-თან, France Press-სა და European Photo Agency-თან, საქართველოს ,,ლომისობაზე” ესტუმრა და ტრადიციულ დღესასწაულზე ფოტორეპორტაჟი შექმნა.

,,ლომისობა” ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, სოფელ მლეთაში აღინიშნება. სწორედ ამ სოფელშია ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც უძველესი დროიდან მთიულებისთვის უდიდესი სიძლიერისა და მფარველობის სიმბოლოა.

“დღესასწაული აღდგომის მეშვიდე კვირის ოთხშაბათს იმართება და ყოველთვის განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. მთიულები სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ. ეს უძველესი ტრადიციაა, რომელიც ინახავს ჩაფიქრებული სურვილის ასრულების რწმენას.” – ამბობს იგორი.

Golovniov_01

Golovniov_02

“დღესასწაულის მთავარი რიტუალი მლეთიდან, ზემო მლეთის გავლით, ლომისის მთაზე ასვლაა. ათასობით მლოცველი ერთად მიემართება ლომისის მთისკენ. გზა საკმაოდ დამღლელი და რთულია.” – წერია სტატიაში.

Golovniov_08

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ცხვრის დაკვლა, მსხვერპლშეწირვა ხდება მთის ქვეშ, ადგილზე, საიდანაც ლომისის ტაძრისკენ მიმავალი აღმართი იწყება. აქვე ატყავებენ ცხოველებს, ტყავსა და თავებს კი სატვირთო მანქანაში ყრიან.

Golovniov_09

Golovniov_03

Golovniov_04

Golovniov_05

Golovniov_06

ფოტოგრაფის თქმით, საკლავის დაკვლის შემდეგ, დღე, როგორც წესი,  სუფრითა და სიმღერებით მთავრდება. ,,დავლიეთ საქართველოსა და უკრაინისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნების მთლიანობითვის. ღვინო შესანიშნავი იყო. მუსიკოსები სიყვარულზე მღეროდნენ” – წერს ფოტოგრაფი.

Golovniov_11

Golovniov_12

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი