კინო

რა ეტაპზეა ფილმი არეტა ფრანკლინის ცხოვრების შესახებ?

ფილმი Amazing Grace რეჟისორმა სიდნი პოლაკმა 1972 წელს არეტა ფრანკლინის ბიოგრაფიის დეტალებზე ფილმი გადაიღო, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე დაუმონტაჟებელი იყო.

ამჯერად, ფილმზე მუშაობა დასრულდა და პროდუქტი მზადაა მაყურებლისთვის წარსადგენად.

მუსიკოსის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა 2018 წლის 12 ნოემბერს, ნიუ იორკშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სოულის დედოფლად წოდებული არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში, დეტროიტში, საკუთარ სახლში 2018 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლოს დროს ძალიან მძიმე იყო. მას 2010 წელს სიმსივნე დაუდგინეს. თუმცა ის, გარკვეულწილად, მაინც ახერხებდა მოღვაწეობის გაგრძელებას.

მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, ელტონ ჯონის მიერ დაარსებული შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა.

კომენტარები

კომენტარი