საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

ჟურნალმა People მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

ჟურნალმა People 2018 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა დაასახელა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის ამ გადაწყვეტილებით გაოცებულია: ,,ჩავიხედე სარკეში, საკუთარი თავის შეფასება დავიწყე და ვთქვი: ,,დღეს მართლაც სექსუალურად გამოვიყურები”. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი და კარგი საშუალებაა თვითშეფასების ასამაღლებლად” – ამბობს მსახიობი.

იდრის ელბა-ის სურათის შედეგი

იდრის ელბა მონაწილეობს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ,,ბასტილიის დღე”, ,,ამერიკელი განგსტერი”, ,,მძარცველები”, ,,თორი”, ,,პრომეთე”, სერიალი ,,ლუთერი” (ჯონ ლუთერის როლი), აგრეთვე, ბიოგრაფიული ფილმი „მანდელა: გრძელი გზა თავისუფლებისკენ“ (ნელსონ მანდელას როლი), HBO-ს სერიალი ,,მოსმენა” და სხვები.

ჟურნალ People-ს 2017 წლის რეიტინგში, ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ბლეიკ შელტონი დასახელდა. იდრის ელბამ კი 2017 წელს მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილ სექსუალურ მამაკაცს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

sexiest man 2017-ის სურათის შედეგი

პირველი მამაკაცი, რომელიც ჟურნალ People-მა ყველაზე სექსუალურად დაასახელა, მელ გიბსონია.

 

კომენტარები

კომენტარი