კინო

ინტერვიუ კენ ლოუჩთან: “თუ ვერ ვიაზრებთ კლასთა ბრძოლას, მაშასადამე, არაფერი გვესმის”

ბრიტანელი რეჟისორი კენ ლოუჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული ხმაა ჩვენს დროში. ის არის უიშვიათესი რეჟისორი, რომელმაც პრესტიჟული პრიზი “Palme d’Or” ორჯერ მიიღო. მის ნამუშევრებში ხშირად არის გადმოცემული სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა. ლოუჩის შემოქმედებაში ფარულად არის გადმოცემული ესპანეთის სამოქალაქო ომი (Land and Freedom), ლოს ანჯელესის დამლაგებლების გაფიცვა (Bread and Roses), ერაყის ოკუპაცია (Route Irish), ირლანდიის ომი დამოუკიდებლობისთვის (The Wind That Shakes the Barley) და ვერაგი მხარე დიადი სახელმწიფოსი (I, Daniel Blake). მაშინ, როცა ეგრეთ წოდბეული „ პოპულისტური რევოლვერი“ დაობს უთანასწორობაში ეკონომიკის როლზე და სოციალურ გამონაკლისებზე, კენ ლოუჩი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მთხრობელი მუშათა კლასის ცნობიერების და მისი ტრანსფორმაციის ნეოლიბერალიზმის ქვეშ.

იტალიელ მწერალთან და პოლიტიკურ აქტივისტთან, ლორენცო მარსილისთან,  ინტერვიუში ლოუჩი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნების როლზე პოლიტიკური ტრანსფორმაციების დროს, მუშათა კლასის ევოლუციაზე, კლასების პრობლემების მნიშვნელობაზე და მემარცხენეების მარცხზე რადიკალური ცვლილებების შთაგონებაში.

“არტნიუსი” გთავაზობთ კენ ლოუჩის THE NATION MAGAZINE-თან მიცემულ ინტერვიუდან ნაწყვეტების თარგმანს:

– დებატებს, ხელოვნების როლზე პოლიტიკურ პროცესებში, გრძელი ისტორია აქვს. დღესდღეობით ჩვენ ვართ მომენტში, როცა გავდივართ დიდ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას და გლობალურ დისორიენტაციას. თქვენი აზრით, რა როლის თამაში შეუძლია შემოქმედებითობას ასეთ მომენტში?

– ჩემი აზრით, ხელოვნებაში გაქვს პასუხისმგებლობა, რომ ილაპარაკო სიმართლე. ყველა წინადადება, რომელიც იწყება „ხელოვნებამ უნდა…..“ არის მცდარი, რადგან ის ეყრდნობა წარმოდგენებსა და ხალხის წერის თუ ხატვის თუ აღწერის უნარს, რომლებსაც შეუძლიათ განსხვავებული როლის თამაში ხელოვნებაში. ჩვენ გვჭირდება, რომ შევჯერდეთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანების თანაცხოვრებისთვის.  მწერლების, ინტელექტუალების, თუ ხელოვანების როლი არის, აღიქვან ისინი ძირითად პრინციპებად.

– თქვენს შემოქმედებაში, ადამიანური ელემენტი ინკარნირდება და ხდება პოლიტიკური. ეთანხმებით თუ არა, რომ ხელოვნებას აქვს ძალა აჩვენოს, რომ ყველა ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესის უკან ადამიანები დგანან?

– აბსოლუტურად. პოლიტიკა ცხოვრობს ადამიანებში, იდეები იბადებიან ადამიანებში, ისინი ცხოვრობენ ბრძოლებში, რომლებიც ადამიანებს აქვთ.

პოლიტიკა და ეკონომიკა, ასევე, განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს – და არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ განსაზღვრავს რა ტიპის ადამიანები ვართ. ოჯახის ინტერაქცია მხოლოდ აბსტრაქტული კონცეპტები როდია, ის ეკონომიკურ პირობებთანაცაა დაკავშირებული. დრო, რასაც ისინი მუშაობას უთმობენ, უკუპროპორციულია დროის, რომელსაც ერთად ატარებენ.

მწერლებისთვის, ვისთანაც მიმუშავია და, ასევე, ჩემთვისაც, დამოკიდებულება პერსონალურ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული კომედიისა და ეკონომიკურ კონტექსტს შორის, რომელშიც ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი.

– ამბობთ, რომ დიალექტიკური დამოკიდებულებაა მათ შორის, თუ როგორ მოქმედებს ეკონომიკური ცვლილება ადამიანის ხასიათზე და ადამიანის ხასიათი, განსაკუთრებით კოლექტიური ქმედება, მოქმედებს ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

– აიღეთ მუშა. მისი ოჯახი ფუნქციონირებს ან ცდილობს, იფუნქციონიროს, მაგრამ ინდივიდუალურად მათ არ აქვთ ძალა, არ აქვთ ძალაუფლება. ისინი არიან ამ სიტუაციის ქმნილებები. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ კოლექტიური ძალა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. რთულია იმისი თქმა, სად ისახება კოლექტიური ძალა დაუყონებლივ.

მეორე მხრივ, სისულელეა ყველა ფილმი დაასრულო ჰაერში გაშვერილი თითით. ეს არის მუდმივი დილემა. როგორ გადმოსცემ მუშათა კლასის ოჯახის ისტორიას, ეკონომიკურად ტრაგიკულსა და პოლიტიკური ვითარებით მილეულს, თანაც არ დატოვებ ხალხს სასოწარკვეთილს?

– ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი კლასის კონცეპტი ჯერ კიდევ არსებობს? ადამიანების დიდი ნაწილი თავიანთ თავს მუშათა კლასში არ მოიაზრებენ ხოლმე, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ღარიბები არიან.

– მჯერა, რომ კლასი ფუნდამენტალურია რამ არის. ცვლილება, რომელსაც საზოგადოებები განიცდის, უბრალოდ სხვა ტიპის შრომით ძალაზეა დაფუძნებული. მაგრამ, ეს მაინც შრომითი ძალაა. ის ჯერ კიდევ არის ექსპლუატაციაში და კიდევ იძლევა სარგებელს, უფრო ინტენსიურადაც კი ვიდრე უწინ. და ბოლოს, თუ ვერ ვიაზრებთ კლასთა ბრძოლას, მაშასადამე, არაფერი გვესმის.

კომენტარები

კომენტარი