ვიზუალური ხელოვნება

რა საერთო აქვს ,,სამეფო კარის თამაშებს” პოლიტიკასთან?

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა და ახალი სანქციების შემოღება დააანონსა. როგორც ცნობილია, ტრამპი ირანს მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

ტრამპის ფოტო წარწერით ,,Sanctions are coming” (სანქციები ახლოსაა)  შრიფტითა და გამოსახულებით სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” ცნობილი ფრაზის ,,Winter is coming” (ზამთარი ახლოსაა) ასლია.

ამის საპასუხოდ, ირანის არმიის მეთაურმა, კასემ სულეიმანმა, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით ,,I will stand against you”. ამ ფოტოსაც სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” პოსტერის სტილი აქვს.

ამ ყველაფერს HBO ტვიტერზე გამოეხმაურა: ,,როგორ იქნება დოთრაკიულად ,,სავაჭრო ნიშნის უნებართვოდ გამოყენება?”

შეგახსენებთ, რომ დოთრაკიული სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” გამოგონილი ენაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი