კულტურა

წერილი, რომელიც ბოდლერმა თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა, აუქციონზე გაიყიდა

ფრანგი პიეტის, შარლ ბოდლერის წერილი, რომელიც მან თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა, აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

ბოდლერმა თვითმკვლელობა 24 წლის ასაკში სცადა, საყვარელი ქალის ჟან დიუვალის გამო, თუმცა დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა და პოეტი გადარჩა.

,,როცა ამ წერილს მიიღებთ, მე უკვე მკვდარი ვიქნებით. სიცოცხლეს თვითმკვლელობით ვასრულებ, რადგან ცხოვრება და იმის ატანა, რომ უნდა დავიძინო და ისევ გავიღვიძო, აღარ შემიძლია”- წერს პოეტი.

ეს მოხდა 1845 წლის 30 ივნისს და ბოდლერმა კიდევ 22 წელი იცოცხლა. ამის შემდეგ შეიქმნა ლექსების ერთ-ერთი ცნობილი კრებული ,,ბოროტების ყვავილები”.

კომენტარები

კომენტარი