ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რას ურჩევს გამომცემლობა “ალეფი” მკითხველს თბილისის წიგნის დღეებისთვის?

8-11 ნოემბერს, 10:00–18:00–მდე ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეები 2018” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა, ქართველი მწერლები. აგრეთვე, მოეწყობა შეხვედრები და გაიმართება პრეზენტაციები.

გამომცემლობათა შორის არის გამომცემლობა “ალეფი’, რომელმაც “არტნიუსთან” საუბრისას დაასახელა 5 წიგნი, რომელიც მკითხველმა უნდა შეიძინოს:

ჟან–პოლ სარტრი – გულისრევა

Image result for ჟან პოლ სარტრი გულის რევა

დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზ დე როლბონის ბიოგრაფიის კვლევაზე – მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ ჩვეულებრივი საგნებისადმი მისი დამოკიდებულება შეიცვალა…

მიშელ ტურნიე – გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი

წინამდებარე გამოცემა ქართულ ენაზე ტურნიეს ორი ტექსტის თარგმანს გვთავაზობს. ესენი გახლავთ – „გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი“ (1980 წ.) და „ელეაზარი, ანუ წყარო და ბუჩქი“ (1996 წ.). პირველი მათგანი მათეს სახარების მიერ არის შთაგონებული, ხოლო მეორე – მოსეს ცხოვრების უმთავრესი ეპიზოდის (ვგულისხმობთ ალმოდებულ მაყვლოვანში უფლის ეპიფანიასთან შეხვედრას) ვარიაციას წარმოადგენს XIX საუკუნის ამერიკულ (კერძოდ, კალიფორნიულ) ქრონოტოპოსში.

მირჩა ელიადე – მარადიული დაბრუნების მითი

მირჩა ელიადე, რუმინელი სწავლული და მწერალი (1907-1986) – გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერება რელიგიის შესახებ ორ პერიოდად იყოფა: მირჩა ელიადემდე და მირჩა ელიადეს შემდეგ. დღეს წარმოუდგენელია ჰუმანიტარული დარგის მკვლევარი ან, უბრალოდ, განათლებული ადამიანი, რომელიც არ იყოს გაცნობილი მირჩა ელიადეს ნაშრომებს ან არ სმენოდეს მისი სახელი. ყველა მის ნაშრომში ჩანს მწერლის, სიტყვის ოსტატის ხელი; სტილი ნათელია და გამჭვირვალე, არ არის დამძიმებული მოდური ტერმინოლოგიით, რაც არცთუ იშვიათად ახასიათებს ამ სფეროში დაწერილ ნაშრომებს. ფართოა მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ასპარეზი (რუმინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, იაპონია, ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები) და შემოქმედებით ინტერესთა დიაპაზონი: მითოლოგია, კულტურის ფილოსოფია, ანთროპოლოგია, რელიგიათმცოდნეობა (რელიგიის ფენომენოლოგია), რელიგიების ისტორია, ეთნოლოგია – თითოეულ ამ სფეროში მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა. როგორც წინამდებარე წიგნიდან ჩანს, თავის კვლევებში იგი არ შემოიფარგლებოდა ოდენ თეორიული ინტერესებით. თუნდაც ისეთი სფერო, როგორიც არის მითოსი, მისთვის არ ყოფილა წარსულის უსიცოცხლო გადმონაშთი. იგი მწერლის თვალით აკვირდებოდა და განჭვრეტდა მის მიმართ ნოსტალგიურ რეციდივებს თანამედროვე ადამიანში.

ხორხე ლოუის ბორხესი, ადოლფო ბიოი კასარესი – ქვის თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის (კრებული)

Image result for ადოლფო ბიოი კასარესი – ქვის თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის (კრებული)

ხორხე ლუის ბორხესისა და ადოლფო ბიოი კასარესის ერთობლივი ნაწარმოებები: “ექვსი თავსატეხი დონ ისიდრო პაროდისთვის”, “ორი დაუვიწყარი ფანტაზია”, “მოდელი მკვლელობისთვის”, “მოკლე და უცნაური მოთხრობები”.

მირჩა ელიადე – დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო (კრებული)

Image may contain: outdoor and water

ეს გამოცემა მირჩა ელიადეს მხატვრული შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს აერთიანებს. „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორში” ინდური მისტიციზმით არის გაჯერებული. მოთხრობაში „პელერინა” ავტორი გასაოცარი სიზუსტით აღწერს რუმინეთის უშიშროების სამსახურის „სეკურიტატეს” მუშაობის პრინციპებს, ხოლო „ივან” კი ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.

 

კომენტარები

კომენტარი