ვიზუალური ხელოვნება კინო

ანიმაციის გმირები, რომლებიც რეალური ადამიანების ინსპირაციით შეიქმნა

რთულია იპოვო ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში რუტინად არ ჰქონდაქცეული დილითა და საღამოს მულტიპლიკაციური ფილმებისა და ანიმაციური სერიალების ყურება.

რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი ანიმაციის გმირი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება, დადებითად თუ უარყოფითად. მაშინ, როცა მათი უმრავლესობა ანიმატორების წარმოსახვით იქმნებოდა, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც რეალური ადამიანების შთაგონებით შეუქმნიათ.

ქვემოთ იხილავთ ადამიანებს, რომელთა ინსპირაციითაც ყველაზე პოპულარული გმირები შეუქმნიათ.

Popeye (Frank "Rocky" Fiegel)

დაკუნთული, სპინაკისა და ყალიონის მოყვარული მეზღვაური, უდავოა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირია ჩვენი ბავშვობიდან. ამ პერსონაჟის შთაგონების წყარო ავტორისთვის ფრანკ როკი ფიგელი, პატარა და მოქნილი, მაგრამ მკაცრი კაცი აღმოჩნდა. ფიგელი ეწეოდა ჩიბუხს, იყო უკბილო და ხშირად მონაწილეობდა ჩხუბებში, როგორც მულტფილმის გმირი. ამბობენ, რომ მას ბავშვები უყვერდა, თუმცა გარდაიცვალა უშვილო. მისი საფლავის ქვაზე სწორედ ზემოთხსენებული ანიმაციური ფილმის პერსონაჟია გამოსახული.

Ursula (Divine)

პატარა ქალთევზას ბოროტი დედაბერი, ურსულა მსახიობ ჰარის გლენის პერსონაჟის, დივაინის ინსპირაციით შეიქმნა. ეს უკანასკნელი ჯონ უოთერსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა, რომლებმაც ლგბტ ისტორიისა და კულტურის ფორმირება შეძლეს.

Edna Mode (Edith Head)

„სუპეროჯახის“ გმირი ედნა, რომელიც ეგოცენტრული მოდის დიზაინერია და ცნობილი სუპერგმირებისთვის კოსტუმებს კერავს, ედიტ ჰედის, ასევე, ცნობილი დიზაინერის შთაგონებითაა შექმნილი. პერსონაჟი რეალურ პიროვნებას ბევრ ასპექტში, თითქმის მთლიანად იმეორებს. მრგვალი სათვალითა და თმის ვარცხნილობით, შეგვიძლია მკვეთრად დავინახოთ მიმართება მულტფილმის გმირსა და ედიტს შორის.

Vultures From The Jungle Book (The Beatles)

„ჯუნგლების წიგნის“ შემქმნელებმა განიზრახეს, რომ ბითლზის ხმა გამოეყენებინათ გრიფების შექმნისას, თუმცა ეს იდეა მალევე ჩავარდა, რადგან ჯონ ლენონმა უარი განაცხადა. ამას ანიმატორები არ შეუჩერებია და მათ მაინც შექმნეს „ბითლზების“ მსგავსი პერსონაჟები და ისინი მათ მსგავსად აამღერეს, ლივერპულური აქცენტიც კი არ გამორჩენიათ.

Betty Boop (Helen Kane)

„დღისით დაბრუნების“ მთავარი პერსონაჟი „ბიტი ბუპი“ სინამდვილეში ამერიკელი მომღერლის, ელენ კეინის კარიკატურაა. მან პოპულარობა შავკანიანი მომღერლის, ბეიბი სტერ ჯოუნსის სტილის იმიტაციით მოიპოვა. კეინმა სასამართლოში უჩივლა მაქს ფლიშერს და პარამაუნთს თავისი პერსონის ექსპოლუატაციისთვის, მაგრამ პროცესი წააგო.

Milhouse Van Houten (Josh Saviano)

ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ახლოსაა გულუბრყვილო, სოციალურად მოუქნელ მილჰაუს ვანთან – სიმპსონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ამერიკის პრეზიდენტის, ნიქსონ მილჰაუსის სახელიდან მომდინარეობს, ბიჭის პერსონაჟი და მსგავსება ჯოშ სავიანოსგან მომდინარეობს.

Mr. Burns (Barry Diller)

სიმფსონების პერსონაჟების უმეტესობა კარგად ახსოვს მაყურებელს და არც მისტერ ბარნსია გამონაკლისი. პერსონაჟი განასახიერებს ხარბ, მომხვეჭელ კორპორატორს. მისი გარეგნობა ეფუძნება Fox-ის დამაარსებელ ბარი დილერს. არ ვიცით, რამდენად კარგი იდეაა შენი უფროსის მიხედვით შექმნა ანტაგონისტი პერსონაჟი, მაგრამ მისტერ ბარნსის შემთხვევაში, გაამართლა და დასამახსოვრებელი შედეგიც დაიდო.

Mr. Magoo (W.C. Fields)

მისტერ მაგუ მდიდარი პენსიონერია, რომელიც მუდმივად სხვადასხვა ტიპის შარში ეხვევა, მისი წინდაუხედავი ხასიათის გამო, თუმცა მოხუცი ყველა პრობლემას უვნებლად აღწევს თავს. ანიმატორ ჯონ ჰაბლის თუ დავუჯერებთ, მისტერ მაგუ ორი ადამიანის – ჰარი ვუდრაფისა და ამერიკელი კომიკის, ფილდსის – ნაზავია. თუ კარგად დააკვირდებით ფილდსის ფოტოსურათებს, ძნელია მსგავსების უარყოფა.

Harley Quinn From Batman: The Animated Series (Arleen Sorkin)

ალბათ ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ჰარლი ქუინის ენერგიული და გიჟური  ხასიათის გათვალისწინებით, ის არის რეალურ ადამიანზე დაფუძნებული პერსონაჟი. სორკინი ხსნის, პერსონაჟის შემქმნელმა, პო დინმა, პირველად როგორ შექმნა ჯოკერის sidekick კონცეპტი. „პოლი და მე კოლეჯიდან ვმეგობრობრობთ. ერთ დღეს ის უყურებდა Days of Our Lives (სერიალი, სადაც სორკინი მონაწილეობდა), სწორედ აქედან მიიღო პოლმა შთაგონება და შემომთავაზა, რომ გაგვეკეთებია ჰარლის პერსონაჟი. მე, რა თქმა უნდა , დავთანხმდი. ვფიქრობ, რომ ამ როლისთვის ვიყავი დაბადებული“.

Krusty The Clown (James Allen a.k.a Rusty Nails)

„კლოუნი კრასტი“, რომესაც სინამდვილეში ზედმეტად გრძელი და უცნაური სახელი აქვს (Herschel Shmoikel Pinchas Yerucham Krustofsky) ცინიკური, მწეველი კლოუნია. მის შესაქმნელად ანიმატორმა და შოუ-კრეატორმა, მატ გრენინგმა შთაგონების წყაროდ რეალური კლოუნი – რასტი ნეილსი გამოიყენა, რომელსაც გრენინგი ბავშვობიდან აკვირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი