ვიზუალური ხელოვნება

იაპონელი სტუდენტები ჰელოუინისთვის ცნობილ ნახატებად იქცნენ

იაპონიაში, ტოკიოსა და იოკოჰამას შორის მდებარეობს ქალაქი კავასაკი, რომელიც ცნობილია თავისი მძიმე ინდუსტრიით, ღია ცის ქვეშ განთავსებული ხალხური მუზეუმით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფერადი ჰელოუინის დღესასწაულით ქვეყანაში.

წელს, სხეულის მხატვარმა და მაკიაჟის ოსტატმა „ჯირომ“ უხელმძღვანელა თავის სტუდენტებს, კავასაკის ჰელოუინის რიგით 22-ე მსვლელობაში.

დაახლოებით 2000 ადამიანი მიემართებოდა ქუჩაში სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი, ხოლო მაყურებლების რაოდენობა 120,000-ს აღწევდა. თუმცა, ყველაზე მეტად, გამოირჩეოდა ჯიროს 6 სტუდენტი, რომლებიც შემოსილნი იყვნენ მსოფლიოს ცნობილი ხელოვნების ნიმუშების ფორმებში.

აღსანიშნავია, რომ მათ მოიგეს ღონისძიების მთავარი პრიზი – გოგრის ჯილდო – რომელიც შეადგენს 500,000 იენს (4,400 დოლარი).

საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებად დასახელდა ელიას გარსია მარტინესის Behold the Man, პაბლო პიკასოს „მტირალი ქალი“, იან ვერმეერის „გოგონა მარგალიტის საყურით“, ვინსენტ ვან გოგის – ავტოპორტრეტი, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ და ედვარდ მუნკის „ყვირილი“.

famous-paintings-halloween-costumes-kawasaki-japan-25

 

კომენტარები

კომენტარი