ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

“მის ტრანს ვარსკვლავი 2018–ზე” ქართველმა თარჯიმნებმა კითხვა ვერ გადათარგმნეს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ბარსელონაში, კონკურს “მის ტრანს ვარსკვლავი 2018–ზე” იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს.

კონკურსის ფორმატის თანახმად, ტრანსგენდერ ქალებს საჯაროდ შეკითხვებს უსვამდნენ, თუმცა აქ ერთ ექსცესს ჰქონდა ადგილი. კომიკურმა ფაქტმა სცენიდან სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და დისკუსია გამოიწვია.

ერთ–ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა კესარიას შეკითხვა ინგლისურად დაუსვა, თუმცა მისმა აქცენტმა და კითხვამ გაურკვევლობა გამოიწვია.

ერთი თარჯიმანის აზრით, კესარიას ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა მოსახლეობის ჭარბ რაოდენობაზე მსოფლიოში (Over Population), მეორეს აზრით კი კითხვა კესარიას პოპულარობას შეეხებოდა. (Your Popularity)

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საერთოდ განსხვავებული კითხვა ესმის. მათი აზრით, კითხვა ქართველ მოსახლეობაზე იყო. (Your Population)

კესარიას თქმით, დღემდე ვერავინ გაიგო რა ჰკითხეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე ნახევარფინალში მოხვდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა. “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” ფილიპინების წარმომადგენელი გახდა.

“ძალიან დიდი სტრესია მსგავსი კონკურსები. არა ძილი, არა დრო, რომ მოწესრიგდე, გაციება, წელი გამიშეშდა, კისერი გამიშეშდა, მოკლედ, დავიშალე და ერთი კვირა ქუსლებზე გაუხდელად, მაკიაჟზე ზემოდან კიდევ მაკიაჟს რომ გადებენ და პლუს უნდა გქონდეს ბედნიერი სახე. პროფილში ნახავთ ყველაფერს ხუთშაბათს ,ტელეონსაც გვართმევენ ანუ და ვერ ვახერხებ გიპასუხოთ ” – განაცხადა კესარიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი