ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

რა წიგნებს ურჩევს მკითხველს გამომცემლობა “აგორა” თბილისის წიგნის დღეებისთვის?

8-11 ნოემბერს, 10:00 – 18:00–მდე ექსპოჯორჯიაში “თბილისის წიგნის დღეები 2018” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ახალი თარგმანები, ბესტსელერები, საბავშვო ლიტერატურა, ქართველი მწერლები. აგრეთვე, მოეწყობა შეხვედრები და გაიმართება პრეზენტაციები.

გამომცემლობათა შორის არის გამომცემლობა “აგორა”, რომელიც ყოველთვის საინტერესო და იშვიათი წიგნებით გამოირჩევა.

“არტნიუსთან” საუბრისას “აგორამ” დაასახელა 5 წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ:

1. როლან ბარტის ” ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან “.

Image may contain: text

ფრანგულიდან თარგმნა ბარინა ბალავაძემ

“ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან” როლან ბარტის ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელიც გამოცემის წელს რვაჯერ დაიბეჭდა და ბესტსელერად იქცა. წიგნი არ გახლავთ სიყვარულის ისტორია. აქ მხოლოდ შეყვარებული სუბიექტი ლაპარაკობს თავის ეგზისტენციალურ გამოცდილებაზე.

2. დიმა თოფურიძის ალბომი ” ანიდამ ჰოემდე “.

No automatic alt text available.

ქართული ანბანი დიმა თოფურიძის ორიგინალური გრაფიკული ნამუშევრებით. თითოეულ ასოს გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად შეესაბამება ქართული ანდაზა და მისი შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე…

3. იტალო კალვინოს ” ბარონი ხეზე ” (ტრილოგიის ნაწილი).

Image may contain: one or more people and text

იტალიურიდან თარგმნა ილია გასვიანმა

იტალო კალვინო იტალიელთა უსაყვარლესი მწერალია. იგი მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა. დაწერილი აქვს ოცდაათამდე ნაწარმოები. იტალო კალვინოს ყველაზე ცნობილი რომანების ციკლია „ჩვენი წინაპრები“, რომელიც შედგება სამი რომანისგან: „განახევრებული ვიკონტი“, „ბარონი ხეზე“ და „არარსებული რაინდი“. ამ ფილოსოფიურ ზღაპრებში მწერალი ერთმანეთს უპირისპირებს რეალობას და ილუზიას, იდეოლოგიას და ეთიკას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქიმერად წარმოაჩენს. იტალო კალვინოს თბილი იუმორით გაჯერებული ეს რომანები გულგრილს არავის ტოვებენ.

4. ჯოანა გრუდას ” ბავშვი, რომელიც ძაღლების ენაზე ლაპარაკობდა”.

Image may contain: 1 person, text

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა

წიგნი მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს ავტორის მამის, პოლონელი ებრაელის შესახებ. მის ცხოვრებაში იყო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ვარშავა, დევნილი კომუნისტური პარტია, პოლონელებისა და რუსი კომუნისტების ურთიერთობა სტალინის პერიოდში, შემდეგ ომი, ოკუპირებული პარიზი … ეს არის ამბავი ბავშვზე, რომელმაც მრავალი სახელი და გვარი, გამოგონილი ბიოგრაფია, ოჯახი და საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა, რომელიც საკუთარი მოხერხებულობის, თვითგადარჩენის ინსტიქტის და ზოგჯერ უბრალო შემთხვევითობის წყალობით გადარჩა ცოცხალი.

5. დანიელ პენაკის “კამოს თავგადასავალის” 3 წიგნი

Image may contain: 1 person

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა

მესამე წიგნში კამოს გარიგების დადება უწევს საკუთარ დედასთან. დედა, რომელიც რამდენიმე კვირაზე მეტხანს ვერ ინარჩუნებს სამსახურს, შვილს პირდება რომ მომდევნო სამი თვე ერთ ადგილზე შემორჩება, სანაცვლოდ კი კამოსაგან ინგლისურის სწავლასა და ნიშნის გამოსწორებას ითხოვს ინგლისურ ენაში… კამოს სრულიად მოულოდნელი თავგადასავალი გადახდება ამჯერადაც…

შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის დღეები 8-11 ნომბერი 2018 არის წიგნის ხელოვნების ცენტრის და ექსპოჯორჯია-ს ერთობლივი პროექტი.

 

კომენტარები

კომენტარი