საშემსრულებლო ხელოვნება

ნიკ ქეივის ღია წერილი გარდაცვლილი შვილის შესახებ

მუსიკოსი ნიკ ქეივი ემოციურ ღია წერილს ავრცელებს იმის შესახებ, თუ რას გრძნობს თავისი შვილის გარდაცვალების შემდეგ.

ნიკის ბიჭი, არტური 2015 წელს 15 ელის ასაკში გარდაიცვალა. ის ბრაიტონის კლდიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ქეივს ერთერთმა გულშემატკივარმა წერილი მისწერა, სადაც ნათქვამია:

“ბოლო წლების განმავლობაში დედა, მამა და კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დავკარგე. ვგრძნობ, რომ რაღაცგვარი კომუნიკაცია მაქვს მათთან. ისინი მეხმარებიან.
შენ ფა სუზიც იგივეს განიცდით არტურის მიმართ?”

მუსიკოსის ღია წერილის სწორედ ამ კითხვის პასუხია.

“გარდაცვალება და სიყვარული მუდმივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. გარდაცვალება მუდმივად გვახსენებს რამდენად ღრმაა სიყვარული” – წერს მუსიკოსი.

“როცა გვიყვარს, განვიცდით… ყველგან ვგრძნობ ჩემს შვილს, თუმცა აქ არ არის..”

კომენტარები

კომენტარი