კულტურა

დღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეა

დღეს, ქართველი განმანათლებლის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წლისთავია, – ამის შესახებ კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

ქართული სალიტერატურო ენისა და ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დოკუმენტური პროზისა და მხატვრული შემოქმედების ნოვატორი, სამაგალითო დიპლომატი, დიდი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწე – ნებისმიერი ერის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც ასეთი საპასუხისმგებლო მისია იტვირთა, წარმოუდგენელი მასშტაბების ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საძირკველის ჩაყრას. სულხან-საბას მრავალმხრივმა მოღვაწეობამ განამტკიცა ჰუმანიზმისა და ზნეობის ურყევი ღირებულებები, გაკვალა საქართველოს ევროპული განვითარების გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

სულხან-საბას ცხოვრება და მოღვაწეობა, სავსე ქვეყნისადმი უანგარო მსახურების, ადამიანის ღირსების პატივისცემის, ცოდნისა და განვითარებისაკენ უწყვეტი სწრაფვის იდეალებით დღესაც ცოცხალი მაგალითი და ორიენტირია ჩვენთვის.”

კომენტარები

კომენტარი