სტილი, დიზაინი

ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო გუჩის ახალი სახეები არიან

გუჩიმ Guilty-ს ახალი სახეები დაასახელა: ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო.

იტალიურმა ბრენდმა სიახლის გავრცელებასთან დაკავშირებული საღამო ლოს-ანჯელესის უძველეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მოაწყო.

წვეულების მდებარეობა, სავარაუდოდ, ჯარედის და ლანას მონაწილეობით გადაღებულ სარეკლამო რგოლთანაა კავშირში. გუჩის ბოლო რესორტ ჩვენებაც სასაფლაოზე გაიმართა და მაშინ იტალიელმა დიზაინერმა აღნიშნა: „იდეა არის ის, რომ ყველაფერი, რაც კავშირშია ამ ცხოვრების შემდეგ ყოფასთან, რაღაც მაქსიმალურ სილამაზესთან ერთად არსებობს.”

სუნამოს ახალ სარეკლამო რგოლს ბრიტანელი ფოტოგრაფი და რეჟისორი გლენ ლაჩფორდი გადაიღებს. პრეზენტაცია 2019 წლის იანვარში შედგება.

კომენტარები

კომენტარი