ვიზუალური ხელოვნება

ფიროსმანის ნახატი სოტბის აუქციონზე რუსულ სექციაშია წარმოდგენილი

სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი ,,ქართველი ქალი ლეჩაქით” გაიყიდება. როგორც აუქციონის ვებ-გვერზდეა აღნიშნული, ნამუშევრის ფასი 500.000 – 700.000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

ნახატი რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა აღნიშნულია, რომ ის ქართველ მხატვარს ეკუთვნის.

სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ აუქციონს ცალკე გამოყოფილი ქართული სექცია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ აუქციონი 27 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი