სტილი, დიზაინი

VOGUE (Italia) თბილისის მოდის კვირეულზე წერს

ცნობილი მოდის ჟურნალი VOGUE (Italia) თბილისის მოდის კვირეულზე წერს.

“საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ქვეყანაში, რომელშიც სოციალური ემანსიპაცია ისტორიული ცენტრის ყველა ქუჩაში იგრძნობა, მოდის კვირეული მდინარე მტკვრის მახლობლად ჩატარდა. საქართველოში, რომელიც მუდმივად ყოყმანობს  ლოკალიზაციის საკითხზე ევროპასა და რუსეთს შორის, დიზაინერების ჯგუფი ახალ სილამაზის იდეალს აყენებს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე დანარჩენები” – წერს მოდის ჟურნალი Vogue Italia.

გამოცემა საქართველოს მოდის უახლეს ტენდენციებს ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას წარმატებას მიაწერს.

“ლოკალური დიზაინერების პრიორიტეტად, შესაძლოა, გუნდური მუშაობა განვსაზღვროთ. ეს ფორმატი 2009 წელს შევქმენი, ის განვითარდა და კიდევ დიდი პოტენციალი უჩანს. ჩვენ ვცდილობთ (და წარმატებასაც ვაღწევთ) ლოკალური ქსოვილისა და სამოსის ინდუსტრიის განვითარებას” – ამბობს თაკო ჩხეიძე (თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებელი) ვოგთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი