კინო კულტურა

HBO ტრამპის მიერ Game of Thrones-ის პოსტერის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ეხმაურება

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა და ახალი სანქციების შემოღება დააანონსა. ტრამპის ფოტო წარწერით ,,Sanctions are coming” (სანქციები ახლოსაა)  შრიფტითა და გამოსახულებით სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” ცნობილი ფრაზის ,,Winter is coming” (ზამთარი ახლოსაა) ასლია.

სატელევიზიო არხი HBO ტრამპის მიერ სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების” პოსტერის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ეხმაურება. როგორც ცნობილია, ტრამპი მოსალოდნელი სანქციების შესახებ ირანს აფრთხილებს. ამის შესახებ TMZ წერს.

,,ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ვისურვებდით, რომ ჩვენი სავაჭრო ნიშანი პოლიტიკური მიზნებისთვის აღარ იქნას გამოყენებული” – განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი