კულტურა

ახალქალაქში უკვე არსებობს შარლ აზნავურის სახელობის ქუჩა და სკვერი

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალქალაქში, მალხასიანის ქუჩას სახელი გადაერქვა და სომხური წარმოშობისბფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის სახელი ეწოდა. აზნავურის სახელი მიენიჭა, აგრეთვე, აღმაშენებლის გზაჯვარედინის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს. ამის შესახებ Jnews.ge წერს.

ცნობილი მომღერლის, შარლ აზნავურის სახელობის ქუჩისა და სკვერის არსებობა ახალქალაქში მოსახლეობის ინიციატივა იყო. ეს იყო მათი პატივისცემის გამოხატვა  მომღერლის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ შარლ აზნავური 1 ოქტომბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი