სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

სახვითი ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს უმასპინძლებს

1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi პირველად უმასპინძლებს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ “აწარმოე საქართველოში”  და კულტურის სამინისტროს, მხარდაჭერით გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭრით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ოთხმოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. ტრადიციულად თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group

90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს განადგურებული და დღეს უკვე  მსოფლიო სტანდარტებს მორგებული ისტორიული შენობა ახლახანს გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნილი  ყოფილი “მხატვრის სახლი” პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. მისი მნიშვნელობა თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონცეფციას. მოდა ბიზნესთან ერთად თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია და მოდის კვირეულზე ჩამოსული უცხოელი სტუმრები მოდის ტენდენციებთან ერთად  ქართულ კულტურასაც ეცნობიან და მსოფლიოს აცნობენ.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები. კვირეულის ერთ-ერთი მთავარი პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა.  მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არამხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის “Good Enough”-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა “Nike”-ის და “Levis”-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო. “ჰიფ-ჰოფის” ერთ-ერთი პირველი დიჯეი, იაპონიაში ამ ჟანრის ფუძემდებლადაც მიიჩნევა. პარალელურად ის პოპულარულ ბრიტანელ მუსიკოსთან, ავტორთან და შემსრულებელთან ერიკ კლაპტონთან თანამშრომლობს. ლეგენდარული იაპონელი არტისტი 2003 წელს სკარლეტ იოჰანსონთან ერთად სოფია კოპოლას გახმაურებულ ფილმში “თარგმანში დაკარგული” გამოჩნდა.

მოდის კვირეულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ედი მულონი იქნება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის, მალავის მკვიდრი, რომელმაც წლების წინ ნიუ-იორკში მსოფლიოში პირველი მოდის ჯიპიესი (GPS) შექმნა, მარკეტინგული პლატფორმა და დატა ანალიტიქსი, რომელიც ეხმარება მოდის და პარფიუმერიის სამყაროს წარმომადგენლებს წინასწარ გათვალონ და მუდამ მეთვალყურეობაში ჰქონდეთ მათივე ბრენდების მიმართ მოთხოვნები და არასდროს გამორჩეთ მომხმარებლების ნებისმიერი გამოძახილი. “ლანჩმეთრიქსი” დაახლოებით 14 წლის წინ შეიქმნა. მაშინ მისი პირველი პარტნიორი Marc Jacobs -ის მოდის სახლის pr ჯგუფი გახდა, მოგვიანებით DKNY-მ მულონს მისცა შანსი ნოვატორული იდეა გამოეცადა და რეალობად ექცია.  დღეს “ლანჩმეთრიქსი” -ის პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი მოდის სახლები, როგორიცაა Gucci, Dior, L’Oréal, Topshop Adidas. 2010 წლიდან ის მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი პლატფორმაც გახდა. იმის მიუხედავად , რომ პროგრამისტი ედი მულონი ფეშენ აუთსაიდერი იყო, მან შეძლო შეექმნა პროგრამული მართვის სიატემა, რომელიც დღემდე მოდის სამყაროს მთავარ ჯიპიესად ითვლება.

ჰიროში ფუჯივარას და ედი მულონის საქართველოთი დაინტერესება და მათი გადაწყვეტილება, ჩამოვიდნენ და პირადად გაიცნოთ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ში მონაწილე დიზაინერები მოდის კვირეულის  შვიდი სეზონის წარმატებამ განაპირობა.

კომენტარები

კომენტარი