ლიტერატურა

ლიტერატურული კონკურსის, “შემოდგომის ლეგენდა”, ფინალისტების სიაში ცვლილებაა

ლიტერატურული კონკურსის, “შემოდგომის ლეგენდა”, ფინალისტების სიაში ცვლილებაა.

მოგეხსენებათ, შემოდგომის ლეგენდა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსია, მასში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა სტუდენტის სტატუსი, ფინალში გასული ყველა მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა სტატუსის შესახებ. სამწუხაროდ ათი ფინალისტიდან ერთ-ერთ მონაწილეს დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი და აღარ აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი, კონკურსის წესების თანახმად, მას ანაცვლებს საერთო რეიტინგში მეთერთმეტე კანდიდატი – გიორგი ჭკადუა – “ძაფებს ჩრჩილები ჭამენ” (თავისუფალი უნივერსიტეტი).

გთავაზობთ ფინალისტთა განახლებულ სიას:

1. სალომე ადამია – უსათაურო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2. ცოტნე ავსაჯანიშვილი – „კოწიკა“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. სოფო ბანძელაძე – „ბეწვზე გადარჩენილები“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
4. თეკლა ერემეიშვილი – უსათაურო (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
5. თემურ ზოიძე – „ზეწარი“(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
6. თამარ მამარდაშვილი – „ზეითუნის მალამო“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
7. ვაჟა სანთელაძე – „კვანტური სათამაშოები ანუ როგორ მოვამზადოთ ჩაი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
8. თინათინ უგრეხელიძე – „უთქმელი სევდა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
9. ლილი ფულარიანი – „ორი ორგული კოტე“ (ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)
10. გიორგი ჭკადუა – “ძაფებს ჩრჩილები ჭამენ” (თავისუფალი უნივერსიტეტი)

კომენტარები

კომენტარი