კულტურა

საპროტესტო აქციამ Google-ს ოფისებთან მთელი მსოფლიო მოიცვა

Google-ს წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღაში მთელი მსოფლიო ჩაება. კომპანიის თამანშრომლები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან Google-ს ოფისებთან შეიკრიბნენ და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

თანამშრომლებმა სამუშაო ადგილებზე წერილები დატოვეს, რომელშიც ეწერა: ,,არ ვარ სამსახურში, რადგან ჩემს კოლეგებთან ერთად გამოვხატავ პროტესტს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, შეუსაბამო ქცევის წინააღმდეგ. ვაპროტესტებ შრომითი ურთიერთობის კულტურასა და პოლიტიკის, რომელიც ყველაზე ერთნაირად არ ვრცელდება”.

აქციის მონაწილეებს კომპანიის ხელმძღვანელებთან კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მათ სურთ, რომ კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევაში სიტუაციის შიდა მოგვარების იძულებით პროცედურას ითვალისწინებს, შეიცვალოს. ეს პუნქტი ართმევს თანამშრომლებს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. აქციის მონაწილეები, ასევე, ითხოვენ, რომ კანონი შრომითი ანაზღაურების შესახებ ერთნაირად მოქმედებდეს ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც. მათ სურთ, რომ ღიად შეეძლოთ კომპანიაში მომხდარ დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტებზე საუბარი.

საპროტესტო აქციას Google-ს გენერალური დირექტორი, სუნდარ პიჩაი გამოეხმაურა: ,,ჩემთვის გასაგებია თქვენი ბრაზი და იმედგაცრუება. მეც იგივეს ვგრძნობ და დაინტერესებული ვარ ამ პრობლების მოგვარებით. მინდა, რომ ამ კუთხით გვქონდეს პროგრესი. პრობლემა დიდი ხანია არსებობს საზოგადოებაში და ჩვენს კომპანიაშიც” – ნათქვამია პიჩაის წერილში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი